Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"ჩემი დარგული ხე"
ამ ცხრა დღეში გავეცანით მრავალ პროექტის გეგმას. ვისწავლეთ პროექტის წერის მნიშვნელოვანი თავისებურებანი.როგორ მივუდგეთ ბავშვებს,რათა განვსაზღვროთ მათი შესაძლებლობები.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ატვირთვა.ვისწავლეთ ჩეკლისტის გამოყენება.შევქმენით შეფასების რუბლიკები.ყველა დღე დატვირთული იყო სიახლეებითა და საჭირო ინფორმაციით.ჩვენი ტრენერის ქალბატონი ნინო მღებრიშვილის დაუღალავი შრომის შედეგად ბევრი სიახლე შევისწავლეთ,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. 

Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.ასევე ვისწავლე როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს გაწეული შრომისათვის. 

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბლიკა

მეექვსე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დიფერენციული სწავლების როლი სამივე ტიპის(განსაკუთრებით ნიჭიერი,სპეციალური საჭიროებისა და არაქართულენოვან)ბავშვები როგორი მიდგომებით ჩავრთოთ.
დამოუკიდებელ სწავლების ელექტრონულ ფორმატში შევქმენი ინსტრუქცია,სადაც ბავშვი დამოუკიდებლად შესძლებს მუშაობას.
გავაკეთეთ შეფასების ინსტრუქციის ადაპტირება.