Saturday, April 8, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"ჩემი დარგული ხე"
ამ ცხრა დღეში გავეცანით მრავალ პროექტის გეგმას. ვისწავლეთ პროექტის წერის მნიშვნელოვანი თავისებურებანი.როგორ მივუდგეთ ბავშვებს,რათა განვსაზღვროთ მათი შესაძლებლობები.ვისწავლეთ ბლოგის შექმნა და ატვირთვა.ვისწავლეთ ჩეკლისტის გამოყენება.შევქმენით შეფასების რუბლიკები.ყველა დღე დატვირთული იყო სიახლეებითა და საჭირო ინფორმაციით.ჩვენი ტრენერის ქალბატონი ნინო მღებრიშვილის დაუღალავი შრომის შედეგად ბევრი სიახლე შევისწავლეთ,რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. 

Sunday, April 2, 2017

მერვე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა,როგორ გამოვიყენო ტექნოლოგიები სასწავლო პრაქტიკის გასაუმჯობესებლად.ასევე ვისწავლე როგორ გავუწიო ფასილიტაცია კლასს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლების პროცესში.დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს გაწეული შრომისათვის. 

Saturday, April 1, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-რუბლიკა

მეექვსე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა დიფერენციული სწავლების როლი სამივე ტიპის(განსაკუთრებით ნიჭიერი,სპეციალური საჭიროებისა და არაქართულენოვან)ბავშვები როგორი მიდგომებით ჩავრთოთ.
დამოუკიდებელ სწავლების ელექტრონულ ფორმატში შევქმენი ინსტრუქცია,სადაც ბავშვი დამოუკიდებლად შესძლებს მუშაობას.
გავაკეთეთ შეფასების ინსტრუქციის ადაპტირება.

Sunday, March 26, 2017

მეექვსე დღე




მეხუთე მოდული დამეხმარა,გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების  ფორმები,რომ კოლეგების ნაშრომები შემეფასებინა.გავეცანით რამდენიმე შეფასების რუბლიკას ,რომელიც ჩემს პროექტს მოვარგე.შეფასების რუბლიკა დაეხმარება ბავშვს მეტად ჩართული იყოს მუშაობის პროცესში.დიდი მადლობა ქალბატონ ნინოს გულისხმიერებისათვეს.


Saturday, March 25, 2017

მეხუთე დღე


 მესამე  მოდული დამეხმარა მესწავლა,როგორ დავიცვა საავტორო უფლებები. როგორ დავამახსოვრებინო ჩემთვის საინტერესო საიტი დროის ეფექტურად გამოყენების მიზნით.ჩემი პროექტის პრეზენტაცია ავტვირთე ჩემს ბლოგზე.
მეოთხე მოდულით ვისწავლე ტექნოლოგიების გამოყენებით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნა,სადაც გავითვალისწინებთ მათ ცოდნის დონეს.ვასწავლით ერთმანეთის შეფასებას.


Sunday, March 19, 2017

მეოთხე დღე


მესამე დღე

   პროექტი გავწერეთ ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით,სტანდარტებისა და ინდიკატორებზე გათვალისწინებით.
ვისწავლეთ სტანდარტის დადგენა,სასწავლო მიზნების შემუშავება ისე, რომ გავიდეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე.
  გავეცანით მიმართულების მიმცემი საკვანძო (ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი)კითხვების მნიშვნელობას.